- ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრი 156-ე სეზონს პრემიერით გახსნის.
“სექტემბერს ვიწყებთ ჩვენი თეატრის 155-ე სეზონის ბოლო, წარმატებული პროექტებით – “ღამე მშვიდობისა დედა”, “ყვავილები ელჯერნონისთვის” და ბავშვებისთვის საყვარელი მაპეტების შოუ “აბუ და ბე”. 15-16 სექტემბერს გაიმართება სპექტაკლის “ყვავილები ელჯერნონისთვის” საპრემიერო ჩვენებები. 22 სექტემბერს დადიანის თეატრი თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ქართულ შოუ ქეისზე წარმოადგენს სპექტაკლს “ღამე მშვიდობისა დედა”. პარალელურად დავიწყეთ ორი ახალი სპექტაკლის რეპეტიციები: პიტერ ჰანდკეს პიესების მიხედვით “ინატრე და გეშინოდეს” და ვუდი ალენის “კარზეა სიკვდილი”. სპექტაკლების პრემიერები შედგება ოქტომბერში.”-აღნიშნულია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.