- ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ თეატრი მკაცრად გმობს პროტესტის მონაწილეების მიმართ ძალადობას.
“ჩვენი თეატრი მკაცრად გმობს ძალადობას მოქალაქეების მიმართ. სოლიდარობას ვუცხადებთ უკანონოდ დაკავებულ კოლეგებს და თანამემულეებს. ჩვენი სურვილია,რომ ჩვენი ხმა დარჩეს ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და სამართლიანობის სასარგებლოდ. ჩვენი თეატრი მუდამ მხარს დაუჭერს დემოკრატიულ პრინციპებსა და ადამიანის უფლებების დაცვას. საქართველო ევროპაა! არა რუსეთს!”-აღნიშნულია ინფორმაციაში.