- ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი გასტროლით მარჯანიშვილის თეატრში მაყურებლის წინაშე წარდგა.
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ინფორმაციით, სპექტაკლმა „ყვავილები ელჯერნონისთვის” მაყურებლის განსაკუთრებული ოვაციები გამოიწვია.
“დიდი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის ყველას. მადლობა მაყურებელს საოცარი სიყვარულისთვის და ემოციების გაზიარებისთვის. უამრავ წერილს ვიღებთ, რაც უდიდესი სტიმულია ჩვენთვის. უღრმესი მადლობა მარჯანიშვილის თეატრს მასპინძლობისთვის და მეგობრობისთვის”-აღნიშნულია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.