თანამდებობიდან გადადგა ზუგდიდის ვიცე-მერი გია გულორდავა. ინფორმაცია მისი გადადგომის შესახებ პრესამსახურმა დაადასტურა. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანლის ინფორმაციით, გია გულორდავამ დაწერა განცხადება და გატარებულია კანცელარიაში.გუშინ, ზუგდიდის მერმა, ლაშა გოგიამ, თავის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნა განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.