დღეს, ვიცე მერმა გია გულორდავამ ბრიფინგი გამართა. გულორდავა გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის 16 მარტს გაკეთებულ განცხადებას, სადაც წიკლაური ამბობს, რომ გულორდავა საკუთარ სახლში სარემონტო სამუშაოებზე იყენებდა იმ სამსახურის მუშებს, რომლებიც იმ პერიოდში ახორციელებდნენ სამუშოებს ტროტურებზე.
გულორდავას თქმით, მან მიმართა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს და მოითხოვა დეპუტატს ბოდიში მოეხადა ცილისწამებისთვის, მაგრამ როგორც გულორდავა ამბობს, კომიტეტისაგან უარყოფითი პასუხი მიიღო და ურჩიეს სასამართლოსთვის მიემართა. გულორდავა ამბობს, რომ მზად არის სამართალდამცავებთთან თანამშრომლობისატვის. ის მიმართავს დეპუტატ წიკლაურს, საკითხის შესწავლის მიზნით ჩამოვიდეს ზუგდიდში გაერკვეს სიტუაციში, შემდეგკი მოუხადოს ბოდიში პარლამენტის ტრიბუნიდან.
“ვიცი, რომ ნათესავები და ახლობლები “ბოცოს” გეძახიან და თუ ისევ ისე ძველი “ბოცო” ხართ და არა “ნაბოცვარი” მაშინ ალბათ თქვენი ღირსების შესაბამისად მოიქცევით…მე არ ვიმუქრები, უბრალოდ ყველას უნდა გვახსოვდეს რომ უნდა ვიცხოვროთ და ვიმუშაოთ ისე, რომ არ გვეშინოდეს ვინმე სადმე არ გადაგვეყაროს და ჩადენილი ქმედებებისათვის შესაბამისი პასუხი არ მოგვთხოვოს”-მიმართავს გია გულორდავა წიკლაურს.
[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=92GHqHe3FsM[/embedyt]