- პანდემიის შედეგად გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, საფეხბურთო კლუბებმა საწვრთნელი პროცესი ეტაპობრივად განაახლეს.
კლუბის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზუგდიდის “დინამო”-ს ფეხბურთელები, იძულებითი შესვენების შემდეგ, ორჯერადი ვარჯიშებით მოედანს დაუბრუნდნენ. ვარჯიშის დაწყებამდე, ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა თერმო-სკრინინგი ჩაიტარეს. საწვრთნელო პროცესში გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები.
ფეხბურთელები ვარჯიშს, დილის საათებში, (ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში) იწყებენ და საწვრთნელ პროცესს უკვე, „ზედაეწერი“-ს სტადიონზე აგრძელებენ.
ინფორმაციისთვის, მომავალ კვირას მიმდინარე ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატს, მორიგი ტურის მატჩებით, ეროვნული ლიგის გუნდები განაახლებენ, ხოლო ეროვნული ლიგა 2-ის გუნდები, ოფიციალურ შეხვედრებს ოდნავ მოგვიანებით დაიწყებენ.