ზუგდიდის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს


  • ამ წუთებში, ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სადეზინფექციო საშუალებებით ქუჩების დამუშავება დაიწყო კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში. სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია გაეცნო.

“ზუგდიდში ვაგრძელებთ სადეზეინფექციო სამუშაოებს, დღეს დავიწყეთ ქუჩების მორეცხვის პროცესი, რომელშიც ჩართულია ა(ა)იპ “კეთილმოწყობის მართვის ცენტრი”, “ზუგდიდასუფთავება” და ჩვენი სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. მოირეცხა, როგორც ცენტრალური ბულვარი, ასევე ტროტუარები და სავალი ნაწილი. სადეზინფექციო სამუშაოები ზუგდიდის ყველა ცენტრალურ ქუჩას ჩაუტარდება, რათა მოქალაქეებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

სამუშაოების მიმდინარეობას, მერთან ერთად, მერიის მოადგილეები, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია და საკრებულოს წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დეზინფექცია მრავალბინიან კორპუსებს, საჯარო სკოლებს, საბავშო ბაღებს და ღია სივრცეებს ჩუტარდა.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!