ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი მოსახლეობას აფრთხილებს


  • დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმსა და მის წინ მდებარე ისტორიულ პარკში, 29 სექტემბრიდან მიმდინარეობს სამუშაოები პროექტისთვის „საშობაო მეჯლისი დადიანების სასახლეში“.

დაგეგმილი გადაღებების გამო, 5-დან 9 ოქტომბრის ჩათვლით მუზეუმი დაიხურება დამთვალიერებლებისთვის და გადაიკეტება მუზეუმის წინ მდებარე ტერიტორია.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიების ჩატარების პერიოდში ასევე დაიკეტება ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მუზეუმის მხრიდან შესასვლელი კარი.

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 5-დან 9 ოქტომბრის ჩათვლით შესვლა შესაძლებელი იქნება სოხუმის ქუჩის მხრიდან.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!