ზუგდიდის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო


  • ა.ა.ი.პ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის “სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის” დაქვემდებარებაში მყოფ საბავშვო ბაღებში 2023-2024 სასწავლო წლისათვის ბავშვთა მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო.

რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონული ფორმით, ცენტრის ვებ გვერდზე – https://zugdidikids.ge/

რეგისტრაცია წარიმართება ორ ეტაპად. პირველი ეტაპი მოიცავს 2023 წლის 17 ივლისიდან 2023 წლის 29 ივლისის ჩათვლით პერიოდს. მეორე ეტაპი კი 2023 წლის 02 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს.

პირველ ეტაპზე რეგისტრაციის უპირატესობით სარგებლობენ: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 100000-ზე ქვევით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის ბავშვები (სოციალურად დაუცველები);

  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ოჯახის ბავშვები;
  • იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი დაწესებულების მომსახურებით;
  • საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მარტოხელა და მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე მშობლების შვილები;
  • “მარჩენალდაკარგული“ სტატუსის მქონე ბავშვები;
  • იძულებით გადაადგილებული პირები;
  • რეგისტრაციისთვის წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
  • დაბადების მოწმობის ასლი;
  • ჯანმრთელობის ცნობა;
  • ბავშვის 2 ფოტოსურათი ¾-ზე;
  • მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
  • საჭიროების შემთხვევაში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია;
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვის შემთხვვაში- შესაბამისი სამედიცინო დაწესებლების მიერ გაცემული ცნობა. რეკომენდაცია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან/და შემდგომი ასაკობრივი განვითარებისთვის 6-წელზე ზევით სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მომსახურებით სარგებლობის საჭიროების შესახებ.

მისამართი: ზუგდიდი, რუსთაველის ქ.#79, მე-4 სართული, ოთახი #10

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 595 00 84 35; 595 00 69 09;


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!