ზუგდიდის ბაზრის შესაძლო დახურვაზე დღეს იმსჯელებენ


  •  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი შენგელიას განმარტებით, გააგრძელებს თუ არა ზუგდიდის ბაზარი ფუნქციონირებას, ამ საკითხზე დღეს, სპეციალური შტაბის გაერთიანებულ სხდომაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ.
“დღეს, ადმინისტრაციის დახმარებით მოხდება ხმოვანი სიგნალების გავრცელება მეწარმეების მიმართ, რათა მათ მაქსიმალურად დაიცვან დისტანცია და ერთმანეთს არ შეუქნან საფრთხე. ასევე მიმდინარეობს სურსათის განთავსებაზე კონტროლი, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენაციით ხდება. ბუნებრივია ბაზარში შეიძლება შეიმჩნეოდეს შიგადაშიგ ხალხმრავლობა, მაგრამ პროცესის დარეგულირებაში ჩვენი მოხალისეებიც აქტიურად არიან ჩართული“, – განაცხადა მერმა ჟურნალისტებთან საუბარში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!