ზუგდიდის ბაზარში, პურის ათი თეთრით გაძვირება გააპროტესტეს


  • დღეს, ზუგდიდის ბაზარში, პურის ათი თეთრით გაძვირება გააპროტესტეს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ 60 თეთრიანი პური 10 თეთრით გაძვირდა, მყიდველების ნაკლებობას უჩივიან და ფასის დარეგულირებას ითხოვენ.

ბაზარში ერთ-ერთმა მოვაჭრემ, ლეილა მინაევამ, ჟურნალისტებთან განაცხადა: “თითქოს არც ბეჭვაია, არც ნაროუშვილი არის ბრალში, თითქოს არცერთს არ ეხება. მთავრობამ გააკეთა, მოვიდეს და გაგვცენ პასუხი. 50 თეთრიან პურს ვერ ყიდულობდა ხალხი და ახლა, 70 თეთრიან პურს ვინ იყიდის? ჩვენ ვითხოვთ, ფასის დარეგულირებას”.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ შემცირებულია პურის წონა და ის 300 გრამია.

“ზუგდიდელები” შპს “ლეკოს” მეპატრონეს ლევან ბეჭვაიას დაუკავშირდა. მან განმარტა, რომ ხორბლის, საფუარის, საწვავის ღირებულება გაძვირდა, რამაც პურზე ფასის მომატება გამოიწვია. “ფასების მომატება არანაირად არ გვიხარია. ზუგდიდში ვცხოვრობთ და ვიცით, როგორი მდგომარეობაა. უჭირს ხალხს. სამწუხაროდ, ყველაფერი გაძვირდა. ფქვილის ფასი, ბოლო ორი წლის განმავლობაში მომატებულია 15-20 ლარით”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!