ზუგდიდის აფთიაქებში სამედიცინო ნიღბების დეფიციტია


  • ამ წუთებში, “ზუგდიდელების” ჟურნალისტთა ჯგუფი ქალაქის აფთიაქებს სტუმრობს. მიღებული ინფორმაციის თანახმად, აფთიაქებში სამედიცინო ნიღბების დეფიციტია.

ზუგდიდის აფთიაქების უმრავლესობაში გვითხრეს, რომ ეს წუთია დაუმთავრდათ სამედიცინო ნიღბები მასზე დიდი მოთხოვნების გამო. ისინი ამბობენ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ითხოვს ნიღაბს ვირუსის პრევენციისთვის. არ აქვს მნიშვნელობა აქვთ თუ არა ვირუსი, ითხოვენ და ფიქრობენ, რომ თუ ნიღბებით ივლიან, ვირუსი არ შეეყრებათ.
არ იყო ნიღბები, ავერსის, პსპ–ს, იმპექსის ფილიალებში. აფთიაქის თანამშრომლები როგორც კი იგებენ, რომ ნიღბებზე ინფორმაციით ჟურნალისტები არიან დაინტერესებული, უარს ამბობენ საუბრის ჩაწერაზე და ფოტოს გადაღებაზე.  პსპ–ს ერთ–ერთი ფილიალიდან ჟურნალისტების ჯგუფი იძულებით გაიყვანეს–მიზეზით, რომ ჟურნალისტებს კერძო საკუთრების სივრცეში არ აქვთ ფოტოს გადაღების უფლება.
აფთიაქებში ამბობენ, რომ დღის მეორე ნახევარში, ან ხვალისთვის მაინც ჩამოიტანენ სამედიცინო ნიღბების დიდ პარტიას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!