ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდული ცენტრი ახალგაზრდებს საინტერესო პროექტებს ჰპირდება


ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრს ხელმძღვანელობს გიორგი ფიფია. გიორგიმ დაამთავრა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის #1 საჯარო სკოლა და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო ხელოვნების პედაგოგიური ინსტიტუტი, მუსიკა-ლიტერატურის პედაგოგის სპეციალობით. 2005-2006 წლებში სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, რელიგიის მასწავლებლის სპეციალობით. 2006 წლიდან მუშაობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის #1 საჯარო სკოლაში მუსიკისა და რელიგიის მასწავლებლად.

2015 წლიდან, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ გერსიმეს ლოცვა-კურთხევით, ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის კოორდინატორია წალენჯიხის რაიონში, ხოლო 2019 წლიდან, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის დირექტორია. განათლების საქმეში გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის მინიჭებული აქვს მასწავლებლის აკადემიის საპატიო წევრის წოდება.

გიორგი ფიფია: ”ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდულ ცენტრში ისწავლება ქართული და მსოფლიო კულტურისა და ხელოვნების ისტორია, ძველი ქართული დამწერლობა, საეკლესიო გალობა და ფოლკლორი-ხალხური სიმღერები. ცენტრში ჩამოყალიბებულია ჯგუფები საბუნებისმეტყველო საგნებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. ასევე, ცენტრში ჩამოყალიბებულია ჯგუფები და საგნობრივი წრეები: ჰუმანიტარული მეცნიერებისა და ხელოვნების, საბუნებისმეტყველო საგნებისა და მხარეთმცოდნეობის. ამ მიმართულებით მიმდინარეობს ინტერდისციპლინარული სწავლება, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში სწავლების უნარის განვითარება. დამატებითი ლიტერატურის ფართო სპექტრი განაპირობებს სწავლების მაღალ ხარისხს, რომ შემოქმედებითი, მეცნიერული კვლევა-ძიებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მიეცეთ მომავალში პროფესიული განვითარების მეტი შესაძლებლობა.

მინდა გითხრათ, რომ ცენტრის საგანმანათლებლო სივრცეში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არაფორმალურ განათლებას. მოსწავლეები ეცნობიან დამატებით ლიტერატურას და ეუფლებიან შემოქმედებით ანალიტიკურ აზროვნებას. ცენტრის ადმინისტრაცია სპეციალისტებთან ერთად ორგანიზებას უწევს ესეების კონკურსის ჩატარებას, წიგნიერების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების უძველესი ქართული დამწერლობითა და კალიგრაფიული ხელოვნებით დაინტერესებას, ჟურნალისტური მონაცემებით გამორჩეული მოსწავლეებისაგან ტელეჯგუფების ჩამოყალიბებას და დეკლამატორული ხელოვნების, მეტყველების კულტურისა და მხატვრული კითხვის უნარების  განვითარებას.

ვინ არიან ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდული ცენტრის პედაგოგოები?

-აკადემიური პერსონალი წარმოადგენს კვალიფიციურ და კრეატიულ პროფესიონალთა გუნდს. ახალგაზრდობის ცენტრში ლიტერატურისა და ისტორიის წრეს ხელმძღვანელობენ ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიის  წარმატებული მასწავლებლები: ფილოლოგი მზია დარასელია და ისტორიკოსი მაკარ ლაგვილავა. მათი ინიციატივით, ცენტრში არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა. განსაკუთრებით გამოვყოფდი სსიპ ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში ჩატარებულ პროექტს: “მინიატურებით ამეტყველებული ვეფხისტყაოსანი”, რომელიც ორ ნაწილად დაიყო. ფოლკლორს ხელმძღვანელობს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რეგენტი ნიკოლოზ ლატარია.

-როგორც ვიცი, ცენტრმა გამოსცა შემოქმედებით მოსწავლეთა კრებული.

-დიახ. გამოიცა შემოქმედ მოსწავლეთა კრებული, სადაც წარმოდგენილია, საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრები: ლექსები, მინიატურები, ესეები, თარგმანები, ნარკვევები და ა. შ. კრებულის რედაქტორი გახლავთ პოეტი, ფილოლოგი ნანა ეხვაია. პროექტის ავტორები არიან: მზია დარასელია და მაკარი ლაგვილავა. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ  ამ კრებულის ერთ-ერთი ავტორის, უკვე თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტის, სახელმწიფო სტიპენდიანტის, ელენე ყოლბაიას მინიატურები და თარგმანები დაიბეჭდა. ჩვენი კრებულის ნიჭიერი ავტორიც, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის წარმატებული სტუდენტი, სახელმწიფო სტიპენდიანტი ანი ქარჩავა არაერთი კონკურსის გამარჯვებულია. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ახალგაზრდების შემოქმედებითი საქმიანობა გრძელდება.

-კონკურსი “ქართული კალიგრაფია” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრისა და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით ტარდება

-დიახ. კონკურსი რამდენიმე წელიწადია ხორციელდება ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით. კონკურსის “ქართული კალიგრაფიის” მიზანია ქართული, სახელმწიფოებრივი დამწერლობის, კალიგრაფიის, მართლწერის კულტურის დაცვა სწორად გამოსახვა ანბანის, რომ თაობიდან თაობას გადაეცეს, შეისწავლოს წერის კულტურა. წელს კონკურსი მიეძღვნა საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს-დამოუკიდებლობის დღეს. წლევანდელმა კონკურსანტებმა გადაწერეს ქართველ მწერალთა გამონათქვამები სამშობლოზე. ღონისძების ბოლოს მიტროპოლიტ: გერასიმეს ლოცვა კურთხევით ბიბლიოთეკას გადაეცა წიგნები: ,,ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი” და ,,ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია” მე-2 ტომი. კონკურსის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს გადაეცათ სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები.

მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!