ზუგდიდელმა მოჭადრაკეებმა 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს


  • 17 მარტს, ფოთში, დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის დასავლეთ ზონის პირველი ლიგა 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. დასავლეთ ზონის პირველ ლიგაში 21 ზუგდიდელმა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა, მათგან 6 მოიპოვა მედალი, მათ შორის 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

პრიზიორი ზუგდიდელი მოჭადრაკეები:

8 წლამდე გოგონათა შორის

მეორე ადგილი – ბარბარე ეშბა (მწვრთნელი – დავით თულაძე)

10 წლამდე ჭაბუკთა შორის

მეორე ადგილი – ანდრია ჯახაია (მწვრთნელი – ზვიადი ფაცია)

10 წლამდე გოგონათა შორის

პირველი ადგილი – ნია კვარაცხელია (მწვრთნელი – დავით თულაძე)

მესამე ადგილი – რიგვავა ბარბარე (მწვრთნელი – დავით თულაძე)

12 წლამდე ჭაბუკთა შორის

მესამე ადგილი – დემეტრე ძაპტაშვილი (მწვრთნელი – გიორგი სართანია)

12 წლამდე გოგონათა შორის

პირველი ადგილი – მესხია ანასტასია (მწვრთნელი – დავით თულაძე)

ხუთეულში გასულმა მოჭადრაკეებმა საქართველოს ჩემპიონატის საგზურები მოიპოვეს შესაბამის ასაკობრივ კატეგორიებში. 6 ზუგდიდელ პრიზიორ მოჭადრაკესთან ერთად საგზურები, ასევე მოიპოვა ხუთეულში გასულმა 3 ზუგდიდელმა მოჭადრაკემ:

8 წლამდე ჭაბუკთა შორის

მეოთეხე ადგილი – თომა გამისონია (მწვრთნელი – გიორგი დარასელია)

8 წლამდე გოგონათა შორის

მეოთხე ადგილი – მარიამ რიგვავა (მწვრთნელი – დავით თულაძე)

10 წლამდე ჭაბუკთა შორის

მეოთხე ადგილი – საჯაია დიმიტრი (მწვრთნელი – გიორგი დარასელია).


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

four + nine =

Akismet ანტისპამი