- ზუგდიდელმა ძალოსანმა გიორგი ჩხეიძემ (109 კგ) კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველმა სპორტსმენმა ატაცში 170 კილოგრამი დაძლია და დისციპლინაში მე-6 ადგილი დაიკავა. აკვრაში გიორგი ჩხეიძემ 219 კილოგრამი ასწია და მეორე ადგილზე გავიდა. ორჭიდის ჯამში ქართველმა ძალოსანმა 389 კილოგრამი დააფიქსირა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გიორგი ჩხეიძე საქართველოს ნაკრების პირველი მედალოსანია.
გიორგი ჩხეიძე 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონი გახლავთ ახალგაზრდებს შორის.