ზუგდიდელი სტუდენტების ნაწილი დედაქალაქში დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან


  • დღეს, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილმა, განცხადება გააკეთა. სტუდენტების ნაწილი ამბობს, რომ საპროტესტო აქციას ადგილზე წყვეტენ და თბილისში გააგრძელებენ ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.

“ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა ექვსი საპროტესტო ღამე გავათენეთ უნივერსიტეტის კედლებში. ჩვენი მთავარი სათქმელი პროტესტის დასაწყიში იყო და ახლაც არის ის, რომ არჩევნები გაყალბდა. გაყალბდა სახელობით. ჩვენი ხმები მოიპარეს და ჩვენ ვალდებული ვართ, ვიბრძოლოთ ამ მოპარული ხმების დასაბრუნებლად. მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც მოხვედით, დაგვირეკეთ, მოგვწერეთ ჩვენს, შესახებ სხვებს მოუყევით. თქვენი მხარდაჭერა გვაფიქრებინებს, რომ მარტო არ ვართ, რომ ჩვენ ვართ ბევრნი. ჩვენ, ვართ უმრავლესობა, ვისაც ამ ქვეყნის ნათელი ევროპული მომავალი უნდა. დღეიდან, ჩვენ ვწყვეტთ პროტესტის ამ კონკრეტულ ფორმას, თუმცა ვაგრძელებთ ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და ვუერთდებით ხვალ დედაქალაქში, დილის, 6 საათიდან, დაგეგმილ აქციას, რადგან ვთვლით, რომ მთავარი ბრძოლის ველი ახლა არის პარლამენტთან. იქ, სადაც, ხმების ქურდი ხელისუფლება ცდილობს, თვით ლეგიტიმაციას. მოგიწოდებთ, ყველას ვინც თვლით, რომ თქვენი ხმა მოიპარეს, შემოგვიერთდით ამ საერთო ბრძოლაში, რადგან გამარჯვება მხოლოდ ერთიანობით მიიღწევა.”-განაცხადეს აქციის მონაწილე სტუდენტებმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!