- ზუგდიდელმა სამოქალაქო აქტივისტებმა, ქალაქის ცენტრალურ უბნებში პლაკატები გააკრეს და გიორგი გახარიას პრემიერობის კანდიდატად წარდგენა გააპროტესტეს.
ინფორმაციას აქციის მონაწილე სამოქალაქო აქტივისტები ავრცელებენ.
“ჩვენ ზუგდიდელმა ახალგაზრდებმა ამ ფორმით გავაპროტესტეთ გიორგი გახარიას გაპრემიერება, ადამიანმა რომელმაც თვალები დასთხარა ახალგაზრდებს იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აეღო საკუთარ თავზე და დაეტოვებინა თანამდებობა, პირიქით მოგვევლინა მთავრობის მეთაურად. ზუგდიდელი ახალგაზრდები არ შევეგუებით გახარია-ივანიშვილის სისხლიან რეჟიმს.”-ნათქვამია განცხადებაში.