25 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით ქ.თბილისში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი 7 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. შეჯიბრებაში 80 – მდე მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ჩემპიონატში ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის მოჭადრაკემ საბა ქობალიამ (მწვრთნელი გოჩა თორია) 9 შესაძლებლობიდან 8,5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ამავე ჩემპიონატზე ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის მოჭადრაკემ გრიგოლ ბეჭვაიამ (მწვრთნელი გოჩა თორია) 9 შესაძლებლობიდან 7 ქულა დააგროვა და მესამე-მეოთხე ადგილები გაიყო. გრიგოლი მესამე ადგილის პრიზიორს დამატებითი მაჩვენებლის ნახევარი ქულით ჩამორჩა და მეოთხე ადგილს დასჯერდა.