ზუგდიდელი პოეტები სტუმრად ბიბლიოთეკაში


 ბიბლიოთეკების მართვის ცენტრისა და სკოლა-ლიცეუმი “ჩირაღდანის” ორგანიზებით, ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართა ჩვენი ქალაქის პოეტებთან: ზეინაბ სარიასთან, ზაალ ჯალაღონიასთან და ნიკა ლაშხიასთან შეხვედრა. სკოლის მოსწავლეებმა პოეტების შემოქმედებით ცხოვრებაზე ისაუბრეს და მათი ლექსებიც წაიკითხეს.

დღევანდელ ღონისძიებას საპატიო მიზეზის გამო ვერ დაესწრო პოეტი ხათუნა როგავა, მაგრამ სტუმრებს პოეტის შესახებ მოსწავლეებმა ესაუბრნენ. დღევანდელი ღონისძიება ბიბლიოთეკის აბონემენტის განყოფილების მხარდაჭერით განხორციელდა. განყოფილების ხელმძღვანელმა ინგა ქარჩავამ, დამსწრე საზოგადოებასთან აღნიშნა, რომ დღეს, საქართველოში, საბედნიეროდ, არიან კარგი პოეტები, მაგრამ პოეზიით დაინტერესება არც თუ ისე მაღალია. “ამიტომ ვფიქრობთ, ასეთი პირდაპირი შეხვედრები ავტორებთან ხელს შეუწყობს თანამედროვე პოეზიით დაინტერესებას და რა თქმა უნდა, წიგნისა და ლიტერატურის სიყვარულსა და პოპულარიზაციას. დღეს, ჩვენ, კიდევ ერთხელ ვხვდებით ჩვენს საყვარელ პოეტებს. კალამი სულის ენაა უთქვამს სერვანტესს, რასაც სული ჩაიფიქრებს, კალამი მას გადმოსცემს, სწორედ ამ ადამიანების შემოქმედებას სულის ნაკარნახევს გადმოგვცემს. ღონისძიებაზე სკოლა-ლიცეუმის “ჩირაღდანი” ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნონა ჩალიგავამ, აღნიშნა, რომ მისი სურვილი იყო წვლილი შეეტანა იმ საქმეში, რასაც მოზარდის მკითხველად ჩამოყალიბება ჰქვია. ღონისძიების ბოლოს, პოეტებმა სტუმრებს, თავიანთი შემოქმედებიდან ლექსები წაუკითხეს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!