დღეს, “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა თეონა ქარდავამ, პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შიმშილობას წყვეტენ ზუგდიდში და ხვალ დილით პარტიის ექვსი წევრი, თბილისში, შეუერთდება მოშიმშილეებს კანცელარიის წინ. «პატრიოტთა ალიანსმა“ ზუგდიდში ოფისი 16 ნოემბერს გახსნა და იმავე დღეს «ალიანსის» ოთხმა წევრმა დაიწყო შიმშილობა. მათი თქმით, მარტვილსა და საგარეჯოში ჩატარებული გაყალბებული არჩევნების პროტესტის ნიშნად.