ზუგდიდელი ნიკო კონჯარია ახალგაზრდული ლიგის გამარჯვებულია


  • საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ინფორმაციიით, ზუგდიდელმა ნიკა კონჯარიამ ქალაქ ფუჯეირაში გამართულ ახალგაზრდულ ლიგაზე 14-15 წლების +70კგ კატეგორიაში 5 მოგებული ბრძოლით ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

უწყების ცნობით, ქალაქ ფუჯეირაში გამართულ ახალგაზრდულ ლიგაზე საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის 3 სპორტსმენი მონაწილეობდა.

“ნიკა კონჯარიამ 14-15 წ. +70კგ 5 მოგებული ბრძოლით ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფინალში ანგარიშით 2-2 (პირველი ქულის უპირატესობით) ეგვიპტელი სპორტსმენი დაამარცხა. ვულოცავთ ნიკას და მის პირად მწვრთნელს ცეზარ ჯანჯღავას ამ უდიდეს წარმატებას. დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გოგიტა არქანია.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!