- პოლონეთში მიმდინარე 17 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ნიკოლოზ ესართიამ (81 კგ.) 3 ოქროს მედალი მოიპოვა.
ძალოსანმა ატაცში 135/139 კგ. დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.
ასევე ოქროს მედალი მოიპოვა აკვრაში დაძლეული 165/170/176კილოგრამითაც. ორჭიდის ჯამში მოგროვილი 315 კილოგრამიც კვარცხლბეკის პირველი საფეხურის მომტანი გახდა.