- ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიხსნა ზუგდიდელი მხატვრის ვალოდია კლდიაშვილის პერსონალური გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის ფერწერული ნამუშევრები, პორტრეტები, პეიზაჟები და ნატურმორტები. გამოფენაზე შესაძლებელი იყო წარმოდგენილი ნამუშევრების შეძენა.
ვალოდია კლდიაშვილის პერსონალური გამოფენა გაგრძელდება 30 იანვრის ჩათვლით.
