- ნანი თოდუა, – ზუგდიდელი მხატვარი. დამთავრებული აქვს თბილისის მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმი.
წლების მანძილზე მუშაობდა ზუგდიდის “სამხატვრო სარეკლამო სახელოსნო” თბილისის ფილიალში, მხატვრად. მუშაობდა სახვითი ხელოვნების სხვადასხვა ჟანრში. ფერწერა, გრაფიკა, ასევე ქარგავდა რელიგიურ თემებზე, ძირითადად ხატებს. ნანი, მონაწილეობას ღებულობდა სხვადასხვა გამოფენებზე, როგორც ზუგდიდში ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში. მონაწილეობა აქვს მიღებული საფრანგეთში ჯგუფურ გამოფენაზე. არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. 1996 წლიდან, დღემდე მუშაობს სამხატვრო გალერეაში მხატვრად (მთავარი სპეციალისტი).
