ზუგდიდელი მძღოლები “მეტრო ჯორჯიას” ისევ დაუპირისპირდებიან?


“ზუგდიდელები.გე”-ს  სარწმუნო წყარომ აცნობა, რომ ზუგდიდელი მძღოლები, “მეტრო ჯორჯიას”, ხვალ დილით, 8 საათზე დაგეგმილი პირველი რეისის განხორციელებაში ხელს შეუშლიან. ისინი დილით, ჩვეულებრივად შეიკრიბებიან და გამართავენ საპროტესტო აქციას. “ადგილობრივი მძღოლები არ დაუშვებენ “მეტრო ჯორჯიას” რეისების განხორციელებას ზუგდიდიდან”-ირწმუნება წყარო.

ადგილობრივი მძღოლების მიერ, თებერვალში, რამდენიმეჯერ გამართულმა აქციამ გარკვეული დროით შეაფერხა “მეტრო ჯორჯიას” მარშრუტები ზუგდიდიდან, მაგრამ როგორც სოციალურ ქსელში დაანონსდა, კომპანიამ 17 მარტიდან რეისები ისევ დანიშნა.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!