- ამ წუთებში, სტიქიური უბედურების ზონისკენ ზუგდიდელ მოხალისეთა ჯგუფი მიემგზავრება. ერთ-ერთმა მოხალისემ, ვიკა ფილფანმა, “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ ერთი საათია გადაადგილდებიან, თან მიაქვთ აუცილებელი მოხმარების ნივთები, რომლის ნაწილი შემოსული თანხებით შეიძინეს. საღამოს ისევ ნახავენ ანგარიშს და შემოსულ თანხებსაც მიზანმიმართულად დახარჯავენ.
ვიკა ფილფანმა, გუშინ, საკუთარ ფეისბუქგვერდზე, ტექსტიც გამოაქვეყნა, სადაც საჭირო ნივთების შესაძენად და დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილი ანგარიშის ნომერსაც აქვეყნებს. ვიკა ფილფანი: ”გისამძიმრებთ მთელი ქვეყნის ტრაგედიას. ხვალ შუადღეს, 13:00 საათზე გავდივართ ზუგდიდიდან რაჭის მიმართულებით, სტიქიის ზონაში საჭირო ნივთების მოსამარაგებლად, ამ ეტაპზე გვაქვს გამოკვეთილი საჭიროებების სია. ვისაც სურვილი გაქვთ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ შემდეგი ნივთები:
წყალი
საწვიმრები
ხელთათმანები
ქუდები
მშრალი საჭმელი
პირველადი სამედიცინო დახმარების ნივთები
მზისგან დამცავი კრემი .
ასევე, ვისაც ადგილზე მოწოდება არ შეგიძლიათ და სურვილი გაქვთ თანხით დახმარების შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე:
GE35TB7618845061100062
GE65BG0000000537797031
ხვალ ისევ დავაფორმირებთ სიას საჭიროებების უკეთ გამოკვეთის შემდეგ.”