- ვანის მუნიციპალიტეტში ჩატარდა “ნინო ხურციძის მემორიალი 2024“. მასში მონაწილეობა მიიღო 11 მუნიციპალიტეტის 180-ზე მეტმა მოჭადრაკემ.
მემორიალის პროგრამით ჩატარდა ღია ტურნირი და ასევე ასაკობრივი ტურნირები 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ღია ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა ააიპ. ზუგდიდის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის საჭადრაკო სასპორტო სკოლა „ნონა“-ს მწვრთნელმა გიორგი ნაყოფიამ.
8 წლამდე ასაკის გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა, ამავე სკოლის მოსწავლემ, 2024 წლის საქართველოს სამგზის ვიცე-ჩემპიონმა ნია კვარაცხელიამ (მწვრთნელი – დავით თულაძე).