- 15 ნოემბერს, იტალიის ქალაქ მონტესილვანოში, სტარტს აიღებს მსოფლიოს კადეტთა ჩემპიონატი 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 11 ტურად ჩატარდება და გასტანს 26 ნოემბრამდე.
მსოფლიოს ჩემპიონატზე, 8 წლამდე გოგონათა შორის მონაწილოებას მიიღებს ა(ა)იპ ზუგდიდის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის საჭადრაკო სასპორტო სკოლა „ნონა“-ს მოსწავლე, საქართველოს სამგზის ვიცე-ჩემპიონი ნია კვარაცხელია.