ზუგდიდელი მოჭადრაკეების წარმატებები


20 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით გაიმართა ზუგდიდის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ჭადრაკში. უმაღლესი ლიგა მოიცავდა 5 ასაკობრივ ტურნირს: 20 წლამდე ღია, 14 წლამდე გოგონათა, 12 წლამდე ჭაბუკთა, 8 წლამდე ჭაბუკთა და 8 წლამდე გოგონათა შორის.

მასში 54 მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა, რომლებიც შეირჩნენ გასული წლის ჩემპიონატიდან, მ/წლის ზუგდიდის ჩემპიონატის პირველი ლიგიდან და ნომინაციით. ჩემპიონატს წელს უკვე მეორედ უმასპინძლა ზუგდიდის “მაკდონალდსმა“ და ჩემპიონატის მონაწილეებს სასიამოვნო გარემო შეუქმნა. შეჯიბრება გაიმართა შვეიცარული სისტემით 7 ტურად. 20 წლამდე ასაკობრივ ტურნირში დათვლილ იქნა „ფიდე“-ს რეიტინგი. კენჭისყრა ჩატარდება კომპიუტერული პროგრამით Swiss-Manager.

26 ივნისს გამოვლინდნენ ზუგდიდის ჩემპიონები და მეორე-მესამე ადგილის პრიზიორები. პრიზიორები დაჯილდოვდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ. „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრი“-ს მიერ დაწესებული თასებით, მედლებით და დიპლომებით. ჩემპიონატის 15 პრიზიორისთვის „მაკდონალდსმა“ დააწესა საჩუქრები, ზუგდიდის ჩემპიონებისთვის კი დამატებითი საჩუქრები. პრიზიორები: 20 წლამდე ღია ტურნირი: გიორგი ბეჭვაია, გიორგი სართანია, გიორგი კუხალეიშვილი.  14 წლამდე გოგონათა: ანა კვიკვინია, ქეთევან ბეჭვაია, ნინიკო შარია. 12 წლამდე ჭაბუკთა: მიხეილ სიჭინავა, გრიგოლ ბეჭვაია, დიმიტრი ანთელავა. 8 წლამდე ჭაბუკთა: ზურაბ ტიბუა. გიორგი მოსიძე, სანდრო ფიფია. 8 წლამდე გოგონათა: თამარ მოსია, ქრისტინე ბეჭვაია და ლიზი წიფურია.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!