- ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულია.
ლუკა კუკავა და გიგი გამსახურდია სამ, სენაკელ, თბილისელ და ბათუმელ თანატოლთან ერთად 2024 წლის ზაფხულში გაემგზავრებიან აშშ-ში, სადაც ნასას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში ჩაერთვებიან.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის, ბათუმის, ზუგდიდისა და სენაკის სკოლების ხუთი მოსწავლისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა შექმნა მაღალ-ტექნოლოგიური ჭკვიანი უნიფორმა და მაღაროელი რობოტი, რომელიც მაღაროელებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს.
გამარჯვებული გუნდის წევრები, აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, 2024 წლის ზაფხულში გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში ჩაერთვებიან.