22 სექტემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის უმცროსკლასელთა კლუბის (ხელმძღვანელი ნათია როგავა) ინიციატივით ჩატარებულ ინტელექტუალურ პროექტებში: “ჩვენ ვკითხულობთ” და “ჭკუის კოლოფი”გამარჯვებული მოსწავლეებისათვის მოეწყო ექსკურსიავანის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალსა და გენიალური ქართველი პოეტების: გალაქტიონ ტაბიძისა და ტიციან ტაბიძის სახლ-მუზეუმში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ვანის არქეოლოგიური აღმოჩენები, ვანის ნაქალაქარის კედლები, ანტიკური ხანის ოქროს ნივთები, ანტიკური ტაძრის ნანგრევები და მუზეუმის ინტერიერი. მოგვიანებით, მოსწავლეებმა გადაინაცვლნენ სოფელ ჭყვიშში, ესტუმრნენ ქართველი პოეტების გალაქტიონ და ტიციან ტაბიძების სახლ-მუზეუმებს. ეპროექტის მონაწილეები ქსკურსიით კმაყოფილები დარჩნენ.
მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის უმცროსკლასელთა კლუბი წარმატებით ახორციელებს ინტელექტუალური პროექტებს “ჩვენ ვკითხულობთ” და “ჭკუის კოლოფი”.
პროექტის მიზანია, მოზარდებში მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაცია, წიგნის სიყვარულისა და კითხვის კულტურის დანერგვა-ამაღლება, გემოვნებისა და ესთეტიკური ხედვის დახვეწა, მხატვრულ ნაწარმოებში დასმული პრობლემის მიმართ სწორი პოზიციის ჩამოყალიბება. პროექტში ჩართულია ქალაქისა და რაიონის საჯარო სკოლების უმცროსკლასელები. გამარჯვებული გუნდებისათვის ტრადიციულად ეწყობა ექსკურსია ქართველ კლასიკოსთა სახლ-მუზეუმებში.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ გიორგი შატბერაშვილისა და ნუგზარ შატაიძის შემოქმედებას. პროექტში გამარჯვებული არიან: ყულიშკარის საჯარო სკოლის გუნდი “ნიკე”, მეორე საჯარო სკოლის გუნდი “ჯინსების თაობა”, მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის გუნდი “სრა”, სასახლის გუნდი “თეატრონი”.