ზუგდიდელი მოკრივე გოგონების წარმატება


  • 6-8 მარტს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე კრივში “7th Riga Ladies Boxing Cup 2026” საქართველოს U17 და U19 გოგონათა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა და 5 ოქროს, 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ სამშობლოში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის ინფორმაციით, ნაკრების შემადგენლობაში თავი გამოიჩინეს ზუგდიდელმა მოკრივე გოგონებმა: ელენე ქარჩავამ, ანასტასია ჩოკორაიამ და ნინი მალანიამ.

ელენე (52 კგ წონით კატეგორია) ოქროს მედალითა და ტურნირის საუკეთესო მოკრივის ტიტულით დაბრუნდა, ანასტასიამ (60 კგ წონითი კატეგორია) ვერცხლის მედალი, ხოლო ნინიმ (70 კგ წონითი კატეგორია) ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 34 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!