- ზუგდიდელი ძალოსანი, საქართველოს ნაკრების წევრი ირაკლი ვეკუა ევროპის ჩემპიონია.
პოლონეთში მიმდინარე 15 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე +102 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი ვეკუამ ატაცში 115/120/125 კილოგრამის ძლევით ოქროს მედალი მოიპოვა.
ასევე ოქროს მედალი მოუტანა აკვრაში დაძლეულმა 148/154/157 კილოგრამმაც, უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა ორჭიდის ჯამში მოგროვილი 282.
ინფორმაციისთვის: ირაკლი ვეკუა გასულ თვეს გახდა საქართველოს ჩემპიონი.