ელენე ჩიქავა Flex პროგრამის ფინალისტია


  • ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ელენე ჩიქავა, გახდა Flex პროგრამის ფინალისტი. ის სასწავლებლად, ერთი წლით, სრული დაფინანსებით, გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ელენე ჩიქავა: “ჩემთვის Flex-ის პროგრამა წლებია მიუღწეველ მიზანს წარმოადგენს. თუმცა, საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ცდას ყოველთვის აქვს აზრი. წელს, ჩემთვის ამ პროგრამაში მონაწილეობის ბოლო შანსი გამოვიყენე და წარმატებასაც მივაღწიე. საკონკურსო ეტაპები საკმაოდ დატვირთული და დამღლელია, თუმცა მნიშვნელოვანია საკუთარი თავისა და უნარების სწორად წარმოჩენა. ზარს მოუთმენლად ველოდი. 10 თებერვალს, 10 საათსა და 12 წუთზე, ჩემს ტელეფონზე შემოვიდა ზარი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. შრომას ყოველთვის აქვს შედეგი და მე ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. დღეს, უკვე დიდი სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ვარ Flex პროგრამის 2025-2026 წლის ფინალისტი და 16 წლის ასაკში, საკუთარ თავს ყველაზე დიდი სურვილი ავუსრულე.”

ინფორმაციისთვის: FLEX პროგრამა არის მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა, სადაც ყოველწლიურად ათასობით ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას მთელი საქართველოს მასშტაბით. პროგრამა უზრუნველყოფს მოსწავლის ამერიკულ ოჯახში დასახლებას და ამერიკულ სკოლაში ჩარიცხვას სრული დაფინანსებით. გაცვლით მოსწავლეებს აქვთ სტიპენდიაც.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 23 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!