ამ წუთებში, გარემოვაჭრეებს, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია ხვდება. დილიდან გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია ისევ განაახლეს. მათთვის დროებითი ვაჭრობის დროც ამოიწურა. მოვაჭრეთა ნაწილი მერიაში მივიდა და მერთან შეხვედრას ითხოვდა, ნაწილი ქუთაისში, პარლამენტში გაემგზავრა.