- თბილისში, საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავებული ზუგდიდელი ალექსანდრე თირქია კლინიკიდან გაწერეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელშ დაწერა.
“მოგესალმებით მეგობრებო, სასიხარულო ამბავი მაქვს, გამომწერეს ინგოროყვას კლინიკიდან. ვაგრძელებ მკურნალობას და რეაბილიტაციას, ძალიან დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, პატივისცემისთვის და გვერდში დგომისთვის”.
ინფორმაციისთვის: ალექსანდრე თირქია ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 3 დეკემბრიდან მკურნალობდა.