- საინფორმაციო პორტალი “ზუგდიდელები” გორში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს უსამძიმრებს.
ინფორმაციისთვის, გუშინ, გვიან ღამით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, 11-მა მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.