ზუგდიდელები საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ


  • დღეს, ქალაქის მერმა გიორგი შენგელიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტით გადადგილება საგანგებო მდგომარეობის დროს იქნება უფასო.

“მუნიციპალურ ტრანსპორტში ხდება ნაღდი ფულით გადახდა, ეს ზრდის ინფექციის გავრცელების რისკს, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება მძღოლის კაბინა იზოლირებული იქნეს სალონიდან. გადაადგილება მოხდეს უფასოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებში“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მერმა ასევე განაცხადა, რომ “ბოლო მარშუტი განხორციელდება ადმინისტარციული ცენტრიდან, ანუ ზუგდიდიდან სოფლების ცენტრების მიმართულებით ექვს საათზე. ექვსი საათის შემდეგ, ჩვენს მოქალქეებს მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილების საშუალება არ ექნება. ეს კიდევ ერთხლ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალქეები დარჩნენ სახლში და ამ ფორმით გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და ვიზრუნოთ უსაფრთხო გადადგილების წესებზე.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!