ზუგდიდელები კრეატიულ სამყაროში “უსარგებლო ნივთებთან” ერთად


საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიის მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკის   ფაბლაბში, ორი დღის განმავლობაში, მიმდინარეობდა ვორქშოფი თემაზე: “განაახლე “უსარგებლო ნივთები’’ფაბლაბთან ერთად”. ვორქშოფის მონაწილეებმა, როგორც თეორიულად,  ისე პრაქტიკულად, შეისწავლეს  ლაზერული მჭრელის, ტრიდე პრინტერის, საქარგავი მანქანის გამოყენება.

ამ უნიკალური ტექნოლოგიების,  ძველი გაზეთებისა და სხვადასხვა სამშენებლო ნარჩენებისგან ტრენინგის მონაწილეებმა, ადგილზევე, შექმნეს სხვადასხვა აქსესუარი და საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები.

ტრენინგის მიზანი გახლდათ ფაბლაბის შესაძლებლბების ჩვენება, როგორ შეიძლება მეორადი ნივთების  გამოყენება, “პადონებზე” მუშაობა, ძველი გაზეთებით ძვირფასი აქსესუარები გაკეთება. თუ როგორ ხდება “უსარგებლო ნივთებით” სასწაულების მოხდენა, ზუგდიდის ტექნოინოვაციების პარკში დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია თბილისიდან მოწვეულმა ტრენერებმა მიაწოდეს. 

„ ადამიანებს არ ჭირდებათ დიდი მატერიალური, ფულადი სახსრები მასალების მოსაპოვებლად. საქმისთვის შეგვიძლია ნებისმიერი საგანი გამოვიყენოთ და მოცემული ფაბლაბი დავიხმარიოთ მიზნის მისაღწევად.” – ამბობს ტრენერი თამარ დარჩია, რომელიც პროფესიით ექიმია, მაგრამ უკვე თავისუფლად მოგზაურობს კრეატიულ სამყაროში “უსარგებლო ნივთებთან” ერთად. ჩვენ, ზუგდიდის ტექნიპარკს მაშინ ვესტუმრეთ, როცა ტრენინგის მონაწილეები თავიანთ ორი დღის ნასწავლსა და ნაღვაწს აჯამებდნენ. ქალბატონი თამარი შენიშნავს, რომ ტრენინგის მონაწილეებმა მშვენივრად გაართვეს საქმეს თავი.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=z5pewzjsQQg[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!