- დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ხელნაწერთა ფონდის მცველი ნაზიბროლა ქორთუა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სოციალურ ქსელში მასთან შეხვედრას იხსენებს.
“მუზეუმში მუშაობის არცთუისე დიდი ხნის გამოცდილება მქონდა, როდესაც პატრიარქი, მაშინ ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი, თავის მრევლთან ერთად მუზეუმში მობრძანდა. ასეთი ძვირფასი სტუმრის გიდობა მე დამევალა. ავფორიაქდი, ძალიან განვიცადე. გულში ვფიქრობდი-ასეთ გამორჩეულ ხალხს მე რა უნდა ვუთხრა-მეთქი; მეშინოდა, ახალგაზრდა ვიყავი და რამე არ შემშლოდა. სტუმრებს ჩემი თავი წარუდგინეს, ვმივესალმე, მაგრამ ალბათ სახეზე დაბნეულობა, ნერვიულობა მეტყობოდა. მისმა უწმინდესობამ საოცარი ღიმილი და თბილი მზერა შემომეგება. უწმინდესობისაგან ისეთი სიმშვიდე და სინათლე გადმოვიდა ჩემზეც, რომ უცებ გავთავისუფლდი ,,შებოჭილობისგან” და არც მახსოვს ის ერთი საათი როგორ გავიდა. წასვლის წინ დამლოცა, სიყვარულით გამოვემშვიდობეთ. ეს პირველი შეხვედრა სიცოცხლის ბოლომდე დაუვიწყარი იქნება ჩემთვის. კათოლიკოს პატრიარქის ამ ქვეყნიდან წასვლა უდიდესი დანაკლისია ერისთვის. დღეს მთელი საქართველო გლოვობს და იზიარებს ამ ტკივილს.”




