- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სოციალურ ქსელში მასთან შეხვედრას იხსენებს.
“მქონდა ბედნიერება შევხვედროდი ადამიანს, რომელმაც ამ ქვეყანაში დიდი ეპოქა შექმნა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დალოცვა ჩემთვის უდიდესი ძალისა და სტიმულის მომცემი გახდა, მისი სიტყვები კი მთელი ჩემი ცხოვრება მემახსოვრება!
მადლობა ჩვენი თანამედროვეობის ეპოქალურ ადამიანს საქართველოსა და თითოეული მისი მოქალაქის სულიერების განმტკიცებისა და უდიდესი სიყვარულისთვის, იმ საქმეებისთვის რაც მას ჩვენი ერისა და ბერისთვის უკეთებია.
უმძიმესი დღეები უდგას ჩვენს ქვეყანას, გისამძიმრებთ და გამძლეობას გისურვებთ თითოეულს!”




