ზუგდიდელების შვიდი გმირი მეორე მსოფლიო ომიდან


  • მეორე მსოფლიო ომის შემდეგ (1941-1945), ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ომის შვიდ გმირს ითვლიდა. შვიდიდან სამი ბრძოლის ველზე დაეცა. დრო, ბრძოლებს, დამსახურებებს სხვადასხვა შეფასებებს აძლევს.

მიუხედავად ამისა, ზუგდიდელებმა უნდა იცოდნენ იმ შვიდი ადამიანის სახელი გვარი, ვინც ომის ქარ-ცეცხლი გამოიარა: ტიბუა შოთა პლატონის ძე (1918-1945) – ზუგდიდის რაიონი სოფელი ჭაქვინჯი. 1945 წლის 24 მარტს მდინარე ვისლის გადალახვის ბრძოლებში მოპოვებული მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება.

სხულუხია გრიგოლ პეტრეს ძე (1909-1942)- ზუგდიდის რაიონის სოფელი რუხი. 1945 წლის 29 ივნისის ბრძანებულებით მიენიჭა გმირის წოდება ყირიმისათვის ერთ-ერთ სისხლიმღვრელ ბრძოლაში გამოჩენილი უმაგალითო გმირობისათვის (გერმანელებმა ცოცხლად დაწვეს კოცონზე).

სორდია ბონძი აქვსენტის ძე (1911-1944) – ზუგდიდის რაიონის სოფელი ცაიში. 1943 წლის 13 ნოემბერს მიენიჭა გმირის წოდება მდინარე დნეპრის გადალახვისათვის ბრძოლებში ასეულის უნარიანი ხელმძღვანელობისათვის.

ბუკია აკაკი კონსტანტინეს ძე (1914-1975) – ზუგდიდის რაიონის სოფელი ძველი აბასთუმანი. 1945 წლის 24 მარტს მდინარე პრუტზე გამართულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება.

ესებუა ვლადიმერ მიხეილის ძე (1917-უცნ.) – ზუგდიდის რაიონის სოფელი გრიგოლიში. 1943 წლის 17 ნოემბერს ქერჩის სადესანტო ოპერაციისას გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება.

ჩილაჩავა შალვა ილიას ძე (1911) – ზუგდიდი. 1944 წლის 23 აგვისტოს მიენიჭა გმირის წოდება ოზარიჩევსკის მახლობლად მიმდინარე ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის.

ქირია შალვა ნესტორის ძე (1910-1988) – ზუგდიდის რაიონი სოფელი ცაიში. 1944 წლის 26 ოქტომბერს მიენიჭა გმირის წოდება საჰაერო ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!