“ზუგდიდდასუფთავების ცენტრი” ავრცელებს ინფორმაციას


ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე ქალაქის ტერიტორიაზე დაჭერილია უმეთვალყუროდ მიტოვებული 133 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და შესაბამისად დაჯარიმებულია მათი მეპატრონეები. ჯარიმის ოდენობა ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ შეადგენს 8 500 ლარზე მეტს.“ჩვენი სამსახურის მიერ მოსახლეობის არაერთგზის გაფრთხილების მიუხედაცვად, ქალაქის ტერიტორიაზე მაინც აქვს ადგილი მეპატრონის მხრიდან მსხვილფეხა პირუტყვის უპატრონოდ მიტოვებას. მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში მათ მიმართ კვლავაც განხორციელდება კანონით გათვალისწინებული სანქციები”-ნათქვამის “ზუგდიდდასუფთავების” განცხადებაში.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!