- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრთან” შექმნილია მობილური ჯგუფი, რომელიც სამშენებლო და მყარი ნარჩენების გატანაზე მუშაობს. ღირებულება 2 მ3-მდე (1 გზობა) შეადგენს 150 ლარს.
საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე დაკავშირება: 577 96 04 06; 595 22 25 31; 0(415)25 32 17.
ინფორმაციისთვის: სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ ნებადართულ ადგილებში უნდა განთავსდეს. მუყაოს ყუთები კი დაკეცილ მდგომარეობაში, მუყაოსთვის განკუთვნილ ნაგავშემკრებ კონტეინერში უნდა მოთავსდეს. გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში ყველა სამართალდამრღვევი დაჯარიმდება.