- ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი” მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ ნაგავშემკრებ კონტეინერებში დაუშვებელია აალებადი ნივთიერებების, სამშენებლო და სხვა სახის მყარი ნარჩენების ჩაყრა.
“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული ნაგავშემკრები კონტეინერები განკუთვნილია მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის. ასეთ ურნებში ყოვლად დაუშვებელია აალებადი ნივთიერებების, სამშენებლო და სხვა სახის მყარი ნარჩენების ჩაყრა. რის შედეგადაც ზიანდება სანაგვე ურნები და სპეცტექნიკა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, გახშირდა პლასტმასის ურნების, მათ შორის ახალი ნაგავშემკრები კონტეინერების დაზიანების ფაქტები.
მოგახსენებთ, რომ მსგავსი ქმედება ითვალისწინებს საჯარიმო სანქციებს.
გაცნობებთ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრთან” შექმნილია მობილური ჯგუფი სამშენებლო და სხვა სახის მყარი ნარჩენების გატანაზე. ღირებულება 2 მ3 -მდე (1 გზობა) შეადგენს 150 ლარს.
საჭიროების შემთხვევაში დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე:
- 577 96 04 06.
- 595 22 25 31.
- 0(415) 25 32 17.