“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ზედამხედველობის ჯგუფის წევრები გეგმიურ შემოვლას აწარმოებენ


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს ზედამხედველობის ჯგუფის წევრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეგმიურ შემოვლას აწარმოებენ.

“ზუგდიდიდასუფთავების” ცენტრის ინფორმაციით, ცენტრის ზედამხედველობის ჯგუფის წევრები ადგილობრივ მოსახლეობასა და მეწარმეებს მოუწოდებენ თავი შეიკაონ გარემოს (ჰაერი, ნიადაგი, მდინარე) დანაგვიანებისგან, სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითებენ, რომ აღნიშნული ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ადგილებში და ტერიტორიებზე განათავსონ. რაც შეეხება მუყაოს ყუთებს, დაკეცილ მდგომარეობაში მოათავსონ მუყაოსთვის განკუთვნილ ნაგავშემკრებ კონტეინერებში.

“გარემოს დანაგვიანების ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში ცენტრის ზედამხედველობის ჯგუფის წევრები მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობის ფარგლებში ყველა სამართალდამრღვევ პირს დააჯარიმებენ.”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

+8


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!