დღეს, ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ზედამხედველობის ჯგუფის წევრები სოფელ ინგირის, კახათის, ახალკახათის, დარჩელის, ანაკლიისა და განმუხურის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ისაუბრეს თუ რა მნიშვნელობა აქვს სუფთა გარემოში ცხოვრებას და რა ზიანის მიყენება შეუძლია დაბინძურებულ გარემოს (ჰაერი ,ნიადაგი, წყალი) ცოცხალი ორგანიზმებისთვის.
აგრეთვე, მათ, მოსახლეობას გააცნეს სანქციებთან დაკავშირებული ინფორმაციები.
15 სექტემბრიდან, ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ზედამხედველობის ჯგუფის წევრები მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის აჯარიმებენ.