,,ზუგდიდდასუფთავების” ფეისამბავი


  • ,,ზუგდიდდასუფთავების” ცენტრი, თავის ფეისგვერდზე, მოქალაქე მზევინარ ფიფიას საინტერესო ფეისამბავს აქვეყნებს ღია ტექსტით, რომ ჩვენი ქალაქი თითოეული ჩვენგანის საზრუნავია და ეს ისე გულწრფელად უნდა გავაკეთოთ, როგორც ამ ამბის გმირმა გააკეთა:

,,სამსახურიდან ვბრუნდებოდით, ქალაქის ცენტრში ალმოდებული პლასტმასის ურნა დავინახეთ, როგორც ჩანს, ,,მაგარმა”ტიპმა ჩაუმქრალი სიგარეტი ჩააგდო. ზოგმა ჩვეულებრივად აუარა ურნას, ზოგი შეწუხდა, მაგრამ ერთმა ახალგაზრდამ, მიუხედავად იმისა, რომ ჩქარობდა, იქვე მაღაზიაში შეირბინა, წყალი იყიდა და ჩააქრო. თითქოს ისეთი არაფერი მომხდარა,  მაგრამ ყველა ჩამვლელმა იფიქრა, რომ ეს მას არ ეხებოდა, ჩვენ კი ჩავთვალეთ, ამ ახალგაზრდისთვის საჯაროდ გვეთქვა, რომ ის ძალიან კარგი ბიჭია (ბოლოს გავარკვიეთ, ის ,,ჯიჯის” მოსწავლე რატი ქარდავაა) წარმატებები რატი, გვეამაყებით. ”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!