- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” მიერ, საარჩევნო – სააგიტაციო პლაკატებისგან ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სოფლების ქუჩების დასუფთავების პროცესი მიმდინარეობს.
“ეტაპობრივად სრულად განხორციელდება ქალაქისა და სოფლის ყველა ქუჩის გასუფთავება და მოხდება პირვანდელი სახის აღდგენა”.-აღნიშნულია “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.