- “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სასოფლო ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის 90 % არ იხდის დასუფთავების მოსაკრებელს, რაც ითვლება კანონდარღვევად და ექვემდებარება კანონიერ რეაგირებას.
“ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”- ს ბრიგადირების, მყარი ნარჩენების მართვის, აღრიცხვისა და ანალიზის, ზედამხედველობის სამსახურისა და კონტროლიორების მიერ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ხორციელდება ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 48 მუნიციპალური ერთეულის შემოვლა. ისინი ურჩ გადამხდელებს მოუწოდებენ დავალიანების დროულად დაფარვისაკენ.
ზუგდიდის ტერიტორიაზე მაცხოვრებელთათვის ერთ სულზე ფიქსირებული გადასახადია 0,50 ლარი. სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განსაზღრულია 4 კაცით, ანუ მოსაკრებლის მაქსიმალური ოდენობა არ აჭარბებს 2 ლარს თვეში, ხოლო სასოფლო ტერიტორიულ ერთეულებში თვეში 1 ლარი კომლზე.
ქალაქის მაცხოვრებლებს დასუფთავების მოსაკრებლის თანხა შეუძლიათ ჩარიცხონ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების საშუალებით ენერგოკომპანიის სააბონენტო ნომრით “ზუგდიდდასუფთავების” გვერდზე, ხოლო სოფლის მოსახლეობისთვის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის ” მიერ გაწეული მომსახურეობის მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ ბანკში, რომლის რეკვიზიტებია: სახაზინო კოდი: 300823189 მიმღები: სახელმწიფო ხაზინა
დასუფთავების მოსაკრებლის გადახდით თქვენ ხელს უწყობთ მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესებას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.”-ნჰათქვამია “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.